ფეხბურთი

22:51 | 24.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

არეულობა "ოლიმპიაკოსი" - აეკ-ის მატჩში

საბერძნეთის ჩემპიონატში პირეოსის „ოლიმპიაკოსისა“ და ათენის აეკ-ის შეხვედრაში სერიოზული ინციდენტი მოხდა.

81-ე წუთზე პირეოსელთა კარში პენალტი დაინიშნა, რამაც მასპინძელი ქომაგების აღშფოთება გამოიწვია. ისინი ტრიბუნებიდან მოედანზე შევარდნენ და თამაში შეწყდა. მატჩს იტალიელი მსაჯი, დავიდე მასა უძღვებოდა, რომელიც იძულებული გახდა, გასახდელში შესულიყო.

თუმცა, სწორედ ამ დროს, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც მასამ განაცხადა, დარტყმა სასქესო ორგანოშიც მიიღო, მაგრამ არ დაუნახავს, ეს ვინ გააკეთა.

საბოლოოდ, მატჩი განაცხადა და აეკ-მა 3:1 მოიგო, რის შედეგადაც „ოლიმპიაკოსმა“ ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, ხოლო აეკ-ი „პანათინაიკოსთან“ ერთად თანალიდერია და ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურებში უნდა გაირკვეს.

0.121924