ლონდონის „ტოტენჰემიდან“ დროებითი მწვრთნელი კრისტიან სტელინი დაითხოვეს. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.
სტელინი ანტონიო კონტეს თანაშემწე იყო, რომლის გუნდიდან წასვლის შემდეგ სეზონის ბოლომდე მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით „დეზებმა“ პრემიერლიგის 4 მატჩში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვეს, ბოლო ტურში კი „ნიუკასლთან“ სულაც 1:6 განადგურდნენ, სადაც მე-20 წუთისთვის ანგარიში 0:5 იყო.
კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ტოტენჰემს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე რაიან მეისონი გაწვრთნის.
„ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 32 ტურის შემდეგ 53 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება, თანაც კონკურენტებთან შედარებით თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვინმემ იკითხოს მაინც რას შვება რეხვო .....იქნებ მოიპოვოთ ინფორმაცია და დადოთ,.....
დილა თუ გავიდა სტეაუას შეხვდება
წარმატებები, როგორი იმედი გვქონდა ამისი "დინამოში", მაგრამ...
რეხვიაშვილი სად არის??? დიდიხანია მასზე ინფორმაცია არ დადებულა....
წარმატებები, იმედია ეგენიც არ გაკოტრდებიან
წარმატებები მერებ და მალე ნაკრებში