„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ ერთდჯერადი ჩემპიონობაა და „აძურის“ ჰეგემონია იტალიაში ვერ დაიწყება.
„სკუდეტოზე ნოემბრიდან ვსაუბრობდი და ყველას გიჟი ვეგონე. ამ სეზონში გვყავს კვარაცხელია, რომელიც ტალანტია და განსხვავებას ქმნის, ეს არის სიმართლე. „ნაპოლის“ ჰეგემონია შეიძლება დაიწყოს? სრულებით არა. „ნაპოლის“ პრეზიდენტი მინი რევოლუციებს გააკეთებს, არანაირი გამარჯვებების ციკლზე არ უნდა ვისაუბროთ, გთხოვთ. სპალეტი ყველაზე საყვარელი მწვრთნელია ნეაპოლში? არა, ასეთი ედუარდო რეია არის. კარგი ღვინის დასაყენებლად კარგი ყურძენია საჭირო, თუ კარგად ამზადებთ კარგ ღვინოს უმაღლესი დონის ყურძნის გარეშეც კი, მაშინ კიდევ უფრო უკეთესი ხარ. რეიამ სერია B მოიგო და გუნდი ეგრევე ინტერტოტოს თასზე გაიყვანა, ეს არ დაგვავიწყდეს“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება მომდევნო ტურშივე შეუძლია თუ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს, ხოლო „ლაციოს“ სტუმრად „ინტერთან“ ვერ გაიმარჯვებს. „აძური“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში ორჯერ იყო, 1987 და 1990 წლებში.