ფეხბურთი

15:49 | 24.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მსაჯი: "არბიტრს გატი კვარაცხელიაზე ჩარტყმისთვის უნდა გაეძევებინა"

ვეტერანმა მსაჯმა ლუკა მარელიმ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩის საკამათო ეპიზოდები განიხილა. როგორც მან განაცხადა, ფედერიკო გატი პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიაზე უხეშობისთვის წითელ ბარათს იმსახურებდა.

„გატის ჟესტი კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, ის მარჯვენა მუშტით კვარაცხელიას სახეში ურტყამს. მაშინვე ხვდება, რომ სისულელე ჩაიდინა და ბოდიშს ხდის, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ის უნდა გაეძევებინათ. VAR-ის მსაჯის, აურელიანოს ბრალია, რომ არ ჩაერია.

დი მარიას გაუქმებული გოლი? მთავარი მსაჯის, ფაბრის შეცდომა საკმაოდ სერიოზულია, რადგან ის ეპიზოდთან იქვე იდგა, რამდენიმე მეტრში და დარღვევა ვერ დაინახა. ჯარიმა იყო, მაგრამ მსაჯის შეცდომა ისაა, რომ ეს თვითონ ვერ დაინახა და VAR-ი გახდა საჭირო. კუადრადოზე პენალტი? ის თვითონ ეხება ჟუან ჟეზუშის ფეხს, აბსოლუტურად არაფერია“, - თქვა მარელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება მომდევნო ტურშივე შეუძლია თუ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს, ხოლო „ლაციოს“ სტუმრად „ინტერთან“ ვერ გაიმარჯვებს.

0.114928