კალათბურთი

21:50 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 18-ქულიანი შეხვედრა სერია A-ში

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „სასარი“ იოლად, 86:69 დაამარცხა, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შენგელიამ 22 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.

„ვირტუს ბოლონია“ 22 მოგებით და 6 წაგებით სატურნირო ცხრილში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 30 აპრილს, „ტრევიზოს“ ესტუმრება.

0.11657