ფეხბურთი

20:08 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოლთაცვენა ნიუკასლში

პრემიერლიგის 32-ე ტურში კვირას მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა და ჯამში 11 გოლი გავიდა.

დიდი ამბები იყო ნიუკასლის „სენტ ჯეიმსზე,“ სადაც „ნიუკასლი“ „6-ქულიან“ მატჩში კონკურენტ „ტოტენჰემს“ მასპინძლობდა. „კაჭკაჭებმა“ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს. 21-ე წუთისთვის ედი ჰაუს შეგირდები „დეზებს“ უკვე 5:0 უგებდნენ. ორი წუთის ინტერვალში შვედმა ალეკსანდერ ისაკმა დუბლის შესრულება მოაწრო, ორიც ჯეიკობ მერფიმ გაიტანა (7 წუთში), ერთიც ჟოელინტონმა...

მეირე ნახევარში ჰარი კეინმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მოგვიანებით შეცვლაზე შესულმა კალუმ უილსონმა მეექვსე დაამატა - 6:1.

ახლა „ნიუკასლს“ 59 ქულა მოუგროვდა და ამდენივექულიან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. 53-ქულიანი „ტოტენჰემი“ კი მეხუთე საფეხურზე დგას.

პრემიერლიგაში ჯერ კიდევ ექვსი ტურია დარჩენილი და ბევრი რამ კიდევ შეიძლება მოხდეს, მაგრამ თითქოს პირველი ოთხეული უკვე გამოიკვეთა - „არსენალი,“ „სიტი,“ „ნიუკასლი,“ „მანჩესტერი.“

კვირასვე „ვესტ ჰემმა“ „ბორნმუთი“ სტუმრად 0:4 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.119383