ფეხბურთი

1:01 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" იოლი მოგება ლა ლიგაში (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ ვიგოს „სელტას“ იოლად მოუგო და „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა შეამცირა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა თითო ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. მატჩის გმირი მარკო ასენსიო იყო, რომელმაც თავად გამოიჩინა თავი, მერე კი ედერ მილიტაოს საგოლე პასი გაუკეთა.

„რეალმა“ 65 ქულა დააგროვა და 8 ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, რომელიც ამ ტურის მატჩს კვირას „ატლეტიკოსთან“ შინ გამართავს. „სამეფო კლუბი“ კი მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ჟირონას“ ესტუმრება.

„რეალი“ – „სელტა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ასენსიო (42), 2:0 მილიტაო (48)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110639