ლეგენდარულ იტალიელ მწვრთნელ არიგო საკის სურს, რომ იტალიურ ფეხბურთში რაც შეიძლება ბევრი იყოს ისეთი სპეციალისტი, როგორიც ჩეხი ზდენეკ ზემანია.
საკი დიდებულ "მილანს" წვრთნიდა 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში და ასევე, იტალიის ნაკრები 1994 წლის მუნდიალის ფინალში გაიყვანა. ზემანი კი "კალიარის" უდგას სათავაში და ამ კლუბმა მიმდინარე სეზონში ერთი ისეთი მატჩი ჩაატარა, ყველა გააოცა – "ინტერს" გასვლაზე 4:1 სძლია.
"მინდა, რომ იტალიაში 100 ზემანი იყოს. მისი გაწვრთნილი გუნდები არა მხოლოდ შედეგზე თამაშობენ, არამედ სიამოვნებას ანიჭებენ მაყურებელს. ზემანისთვის მთავარია, რომ ფეხბურთელებს თამაში უხაროდეთ. ფეხბურთი დაიბადა, როგორც სპორტის შემტევი სახეობა, მაგრამ იტალიაში გადააქციეს დაცვით თამაშად".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს საკია თუ პიდბული


იტალიური ფეხბურთის პრობლემა არის მაფია,ჩაწყობილი თამაშები და იუვენტუსი , მალე ალბათ ვიხილავთ ისევ სერია ც _ში
100 იტალიას კი არა ევროპას ეყოფა მგონი DDDDDDDDDDDDDD
დონ არიგო შე ბოღმა კაცო შეურიგდი როგორც იქნა ბაჯოოს? =D დდდ
ჩვენ ორიც გვეყოფა
რაღაც არ მახსოვს, საკისდროინდელ იტალიის ნაკრებს, 1994-ში, მსოფლიო ჩემპიონატზე შემტევი ფეხბურთი ეთამაშა.