„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ნახევარფინალში ქვედალიგელი „შეფილდ იუნაიტედი“ იოლად, 3:0 დაამარცხა.
მატჩის გმირი რიად მაჰრეზი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა! ალჟირელმა შემტევმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს პენალტით გახსნა, შესვენების შემდეგ თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინა.
ინგლისის ასოციაციის თასის მეორე ფინალისტი კვირას გამოვლინდება, „ბრაიტონისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრაში, ხოლო ფინალი 3 მაისს, „უემბლიზე“ გაიმართება.