ჭიდაობა

20:19 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ჯონი ხეცურიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს ასპარეზობაში დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ჩაერთნენ, საიდანაც ფინალში გასვლა ჯონი ხეცურიანმა მოახერხა.

67 კგ წონით კატეგორიაში ხეცურიანმა იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი (5:2), უკრაინელი პარვიზ ნასიბოვი (8:2) და რუმინელი მიჰაი მიჰუცი (10:1) დაამარცხა, ხვალ კი ფინალში აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს ოქროს მედლისთვის გაეჯიბრება.

97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი აქვს რობერტ კობლიაშვილს, რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო სომეხ არტურ ალექსანიანთან (1:3), რომელიც ფინალში გავიდა, შესაბამისად, კობლიაშვილი ხვალ რეპეშაჟიდან დაიწყებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას.

60 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ აბულაძემ ისრაელის წარმომადგენელი მეკლამუ ფეტენე (8:0) და რუმინელი რაზვან არნო (5:4) დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში სერბ გეორგი ტიბილოვთან 2:5 წააგო, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველმაც მედლის შანსი დაკარგა.

72 კგ წონით კატეგორიაში კვალიფიკაციის შეხვედრა წააგო რამაზ ზოიძემ, რომელიც სომეხ შანტ ხაჩატრიანთან 3:9 დამარცხდა, თავივს მხრივ, სომეხი ფინალში ვერ გავიდა და ქართველიც რეპეშაჟს მიღმა დარჩა.

82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ უნგრელ ერიკ შილვასის 10:1 აჯობა, მაგრამ შემდეგ მიჰაილ ბრადუსთან მარცხი განიცადა (1:3), რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველი მოჭიდავეც რეპეშაჟში ვერ გადავიდა.

0.063644