ფეხბურთი

19:00 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის ზედიზედ მეორე დუბლი ლიგა 2-ში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ სტუმრად „სენტ ეტიენი“ 3:1 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ზედიზედ მეორედ შეძლო დუბლის შესრულება.

მიქაუტაძემ ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, როდესაც საჯარიმოში კარგად გაიხსნა და უნაკლოდ დაარტყა. 26-ე წუთზე კი გიორგიმ პენალტით აჯობა მეტოქის მეკარეს, თავად თავი მეორედ გამოიჩინა, ანგარიში კი 3:0 გახადა. საბოლოდ, „მეცმა“ 3:1 იმარჯვა. 22 წლის ქართველი შემტევი 81-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 31 შეხვედრაში გატანილი 19 გოლით ლიდერობს. ქართველი 3 გოლით უსწრებს „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელ ჟან-ფილიპ კრასოს, რომელიც დღეს უგოლოდ დარჩა. აქვე ვთქვათ, რომ მიქაუტაძის აქტივში 7 საგოლე პასიცაა.

„მეცი“ 58 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ კონკურენტ „ბორდოს“, რომელიც ორშაბათს „გრენობლს“ შეხვდება, მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო ტურში 29 აპრილს, "პარიზს" უმასპინძლებს.

0.110407