ფეხბურთი

15:30 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქი შესაძლოა შეიცვალოს

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალის მასპინძელი ქალაქი შესაძლოა შეიცვალოს. Independent-ის ინფორმაციით, უეფა ამ საკითხს განიხილავს, თუმცა, ჯერ მოვლენათა განვითარებას ელოდება.

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, რასაც შესაძლოა ქვეყანაში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვეს. ამიტომაც, უეფაში სტამბოლისთვის მასპინძლობის ჩამორთმევაზე ფიქრობენ. მაგრამ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ამ დროისთვის ფინალი 10 ივნისს, სტამბოლში, „ათა თურქის“ სტადიონზე უნდა გაიმართოს, რომელშიც „მილანი“ – „ინტერისა“ და „რეალი“ – „მანჩესტერ სიტის“ წყვილში გამარჯვებულები შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სეზონებში უეფამ მასპინძელი ქალაქები არაერთხელ შეცვალა. 2021 წელს სტამბოლის ნაცვლად ფინალი პორტუში გაიმართა, ხოლო შარშან სანქტ-პეტერბურგი პარიზმა ჩაანაცვლა.

თეგებისტამბოლი
0.115213