სხვა

1:45 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა შეიძლება უაილდერს შეხვდეს

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მძიმე წონაში, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა ამბობს, რომ ასევე ყოფილ ჩემპიონთან, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან (ფოტოზე) შეხვედრა, მისი მხრიდან 95 არის პროცენტით შეთანხმებული. გავრცელებული ინფორმაციით, მათი შეხვედრა დეკემბერში, საუდის არაბეთში გაიმართება.

მიმდინარეობს მოლაპარაკება იმაზე, რომ მძიმე წონის ტურნირი ჩატარდეს, სადაც ჯოშუას და უაილდერის გარდა, მონაწილეობას მოქმედი ჩემპიონები, ბრიტანელი ტაისონ ფიური და უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკიც მიიღებენ.

„საუდელებთან ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ თუ ისინი რამეს იტყვიან, გააკეთებენ კიდეც. ამის შემდეგ, ჯერ პრომოუტერებზე იქნება. მე 95 პროცენტით მჯერა, რომ ეს შეხვედრა შედგება“, - ამბობს ჯოშუა, ვინც ახლახანს, ლონდონში ამერიკელი ჯერმეინ ფრანკლინი დაამარცხა.

ჯოშუამ თავისი ტიტულები უსიკთან ბრძოლაში დათმო და შემდეგ რემატჩიც წააგო. უაილდერმა კი ჩემპიონობა ფიურისთან ვერ დაიცვა, რომლისგანაც ორჯერ ნოკაუტი იგემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119784