ფეხბურთი

23:30 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" სეზონში პირველად დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ „საბურთალოსთან“ ვერაფერს გახდა და სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს კარგი შანსი ჰქონდა „დინამო ბათუმისთვის“ გადაესწრო და გალიდერებულიყო, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. არადა, მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, ტაიმი ზორან მარუშიჩის გოლით მოიგეს კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა.

ომარ თეთრაძის გუნდმა იური ტაბატაძის გოლით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ჯიმი ტაბიძე გააძევეს, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს. გიზი მამაგეიშვილმა და შეიკნე სილამ გამარჯვება „საბურთალოს“ მოუტანეს, რის შედეგადაც თეთრაძის გუნდმა 15 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ტორპედოს“ შეხვდება.

„დინამო თბილისი“ 20 ქულით მეორეა, წინ კი გორის „დილასთან“ დაპირისპირება ელოდება.

დღესვე „თელავმა“ „დილას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ჯერ მასპინძლები იგებდნენ, მერე სტუმრები, საბოლოოდ ფრე - 2:2. აღსანიშნავია, რომ თელავის სტადიონის მოედნის საფარი კრიტიკას ვერ უძლებდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ 21-ე საუკუნეში უმაღლესი ლიგის მატჩები მსგავს მოედანზე იმართება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ფეხბურთი წყალში...

„დინამო თბილისი“ – „საბურთალო“ 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 მარუშიჩი (22), 1:1 ტაბატაძე (55), 1:2 გ. მამაგეიშვილი (70), 1:3 სილა (90)

„თელავი“ – „დილა“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ყიფიანი (7), 1:1 გომისი (30), 1:2 გეილი (51), 2:2 ფაცაცია (90)

0.114855