სხვა

21:40 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი გობეჯიშვილი ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ირაკლი გობეჯიშვილმა (96 კგ.) იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 160 კილოგრამი დაძლია და მე-5 ადგილი ერგო.

გობეჯიშვილმა აკვრაში თავი 187კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზე გავიდა, იგივე ადგილი ერგო ორჭიდში მოგროვილი 347 კილოგრამითაც.

0.131873