ფეხბურთი

21:05 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ფეიენოორდის" მწვრთნელს: "ნაპოლის" გარდა, ჩვენთვისაც უნდა გეყურებინა!"

„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „ფეიენოორდის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს თამაშის შემდეგ გასახდელში მიმავალ გზაზე ეჩხუბა.

ყველაფერი კი ნიდერლანდელი სპეციალისტის წილისყრის შემდეგ გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია, როდესაც თქვა: „რომას“ პატივს ვცემ, ეს არის გუნდი, რომელიც შედეგებს აღწევს, თუმცა, გულწრფელი უნდა ვიყო: მირჩევნია „ნაპოლის“ ან „მანჩესტერ სიტის“ ვუყურო“.

მოურინიომ ეს სიტყვები ვერ დაივიწყა და „ფეიენოორდის“ დამარცხების შემდეგ მას ამაყად უყვიროდა: „შენ უყურებ „ნაპოლის“ და „მანჩესტერ სიტის“, მაგრამ ჩვენთვისაც უნდა გეყურებინა“.

ჟოზემ მიანიშნა იმაზე, რომ აჯობებდა სლოტს „რომას“ თამაშის ანალიზი კარგად გაეკეთებინა.

არნე სლოტმა მატჩის შემდეგ ამ ინციდენტზე ისაუბრა: „მოურინიომ მითხრა, რომ მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ და „ნაპოლის“ არ უნდა ვუყურო, არამედ „რომასაც“. ალბათ, მართალია: ისინი შექებას იმსახურებენ, დიდი ხასიათი აქვთ, რადგან თუ ამ „ფეიენოორდთან“ იმარჯვებ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგი ხარ“.

შეგახსენებთ, „რომამ“ „ფეიენოორდი“, რომელსაც შარშან კონფერენს ლიგის ფინალში აჯობა, ამჯერად ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა. რომაული გუნდის მეტოქე ნახევარფინალში ლევერკუზენის „ბაიერი“ იქნება.

0.119878