„ნაპოლის“ მცველი მარიო რუი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. ინფორმაციას ნეაპოლური გამოცემები ავრცელებენ.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა „მილანთან“ შეხვედრაში მიიღო. როგორც გაირკვა, მას თვეზე მეტი გაუცდება, რაც ბუნებრივია, მისთვის სეზონის დასასრულს ნიშნავს.
მარიო რუიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, რომელშიც გოლი არ გაუტანია, მაგრამ 8 საგოლე პასი გააკეთა.