ლონდონის „ტოტენჰემი“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დატოვა. მას შემდეგ, რაც იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მისი დისკვალიფიკაციის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა, თანამდებობის დატოვება მოუწია.
პარატიჩი „ტოტენჰემში“ 2021 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი 2010-2021 წლებში „იუვენტუსში“ იყო დასაქმებული.
მას საფეხბურთო საქმიანობა რამდენიმე თვით აეკრძალა, რისი მიზეზიც „იუვენტუსში“ კაპიტალის მოგება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურინულ კლუბს 15 ქულა დაუბრუნეს, ფიზიკური პირების, მათ შორის, პარატიჩის სასჯელი ძალაში დარჩა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფაბიო პარატიჩი 2021 წელს „იუვენტუსში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობდა, მაგრამ სანამ მისი გადაბირება მოახერხა, კლუბთან კონტრაქტი თავად ამოეწურა და „იუვე“ დატოვა.