ფეხბურთი

2:01 | 21.04.2023 | ნანახია 0 - ჯერ

კონფერენს ლიგის ნახევარფინალისტები ცნობილია

კონფერენს ლიგაზე ბოლო ორი ნახევარფინალისტიც გაირკვა - შვეიცარიული „ბაზელი“ და ინგლისური „ვესტ ჰემი“.

„ბაზელმა“ ბევრისთვის მოულოდნელად ფრანგული „ნიცა“ გააგდო. შვეიცარიაში 2:2 დაფიქსირდა, საფრანგეთში კი „ნიცა“ იგებდა, მაგრამ 86-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც კიდევ ერთხელ შეაგდეს და საბოლოოდ მოიგეს, როგორც ეს მატჩი, ისე ორი შეხვედრის ჯამში (2:1, 4:3).

„ვესტ ჰემმა“ ბელგიური „გენტი“ შინ 4:1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი 5:2 აჯობა, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზეა. მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგის ნახევარფინალში მანამდე „ფიორენტინა“ და „ალკმაარი“ გავიდნენ.

ნახევარფინალში „ვესტ ჰემი“ „ალკმაარს“ და „ფიორენტინა“ „ბაზელს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:53 | 29.04.2020
dinamo222 (8587)

გუსტავ შებეში (უნგრეთის დიდი გუნდის მწვრთნელი) ფეოლა ერერა მიხელსი ლობანოვსკი გვარდიოლა და მერე სხვები იმიტომ რომ ამ ხუთმა მწვრთნელმა შემოიტანა ფეხბურთში რევოლუციული ცვლილებები და ახალი თამაშის სტილი

23:47 | 29.04.2020
aulol besoi (1291)

მე ბობი რობსონს ჩავაკვეხებდი რამენაირად, რაღაცა მევასებოდა რობსონი

23:38 | 29.04.2020
barca 4 - ever (2051)

მიხელსი,კრუიფი და გვარდიოლა უნდა იყოს პირველი სამეული!

23:48 | 29.04.2020
aulol besoi (1291)

ხო და მეორე სამეული - ვილანოვა, მარტინო,ლუის ენრიკე.
მე7 - რაიკაარდი

0.065185