ავტოსპორტი

11:24 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესს“ განახლებების აგრესიული გეგმა აქვს

„მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ გუნდის ორივე ბაზაზე - ბრეკლისა და ბრიქსუორტში, გამალებული მუშაობა მიდის იმაზე, რომ სარბოლო ავტომობილ W14-ს ძირეული განახლებები ჩაუტარდეს. ვოლფის თქმით, მანქანის ახალი ნაწილები, უახლოეს რამდენიმე რბოლაში დაინერგება.

კალენდრიდან ჩინეთის დიდი პრიზის ამოვარდნის გამო, ჩემპიონატში თითქმის ერთთვიანი პაუზა წარმოიქმნა და გუნდები ამ დროის ეფექტურად გამოყენებას ცდილობენ. სამაგიეროდ, აზერბაიჯანის დიდი პრიზიდან მოყოლებული (რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება), მათ თავის მოსაფხანად დრო აღარ ექნებათ - 14 კვირაში 10 რბოლაში მონაწილეობა ამის საშუალებას არ მისცემს.

პირველმა სამმა ეტაპმა აჩვენა, რომ „მერსედესი“ ლიდერ „რედ ბულს“ ბევრით ჩამორჩება. ხარებმა სამივე რბოლა მოიგეს და არის დიდი შანსი იმისა, რომ ეს სეზონიც მათი იქნება. მაგრამ სამქიმიანები ბრძოლას აპირებენ. მათი შეფი კი ამბობს, რომ პრობლემების არსი დადგენილია და ინჟინრები მათ აღმოფხვრაზე მუშაობენ.

„ბრიქსუორტსა და ბრეკლიში მუშაობა უწყვეტად, სწრაფი ტემპით გრძელდება. რასაც ტრეკზე ხედავთ, ის მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია. ყველა დიდი სულისკვეთებით მუშაობს. მე ჩვენ ორგანიზაციას 100 პროცენტით ვენდობი. ვიცი, რომ შესაძლებლობები ერთი, ან ორი რბოლით არ განსაზღვრება. თუნდაც მთელი სეზონითაც. ისიც ვიცით, რომ ყველა სეზონს ვერ მოვიგებთ, ასეთი რამ არცერთ სპორტში არ ხდება“, - ამბობს ვოლფი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121563