ფეხბურთი

21:25 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიამ სწორედ "მილანთან" დაამტკიცა, რომ ჩემპიონია"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩი შეაფასა. გარდა ამისა, მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა და მის მიმართ კრიტიკას კატეგორიულად არ დაეთანხმა.

„საბოლოოდ, ორი ყვითელი ბარათიც საკმარისი იქნებოდა, რომ „მილანი“ 180 წუთის განმავლობაში უგოლოდ დარჩენილიყო (გულისხმობს „როსონერის“ საგოლე ეპიზოდების დასაწყისში ნეაპოლელებს ჯარიმა რომ აეღოთ და შეტევა ჩაეშალათ - რედ), რადგან „მილანს“ პენალტის გარდა, „ნაპოლის“ კარისკენ არ გაუხედავს. ჟირუ დაცვაში იყო, დაცვის ამოწევა არ უცდიათ, ასეთი ფეხბურთით ლეაუს გარეშე კარში დარტყმას „მილანის“ ვერასდროს მოახერხებდა. საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი მაინც კვარაცხელიას პირველი მატჩის პირველ წუთზე გამოუყენებელი მომენტი იყო, რადგან გოლი რომ გაეტანა, ეს ორივე თამაშში შეცვლიდა „მილანის“ ტაქტიკურ გეგმას.

კვარაცხელია? 22 წლის ასაკში, სეზონში 50-ე თამაში ჩაატარა მაშინ, როდესაც გუნდი არ იყო იდეალურ კონდიციაში და მაინც 20-ჯერ შეუტია. ჩემი აზრით, სწორედ „მილანთან“ მატჩში დამტკიცდა, რომ ის ჩემპიონია. ბევრი ამბობს, რომ პირიქით, მაგრამ არ ვეთანხმები. მას ყოველთვის ორი ან სამი ფეხბურთელი მეურვეობდა, საკმარისია თამაშს შევხედოთ. პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა ყოველთვის ის მონაწილეობდა შეტევებში. სივრცეების გარეშე თამაში ლეაუსაც უჭირს. კვარა ორ მეტოქეს რომ ატყუებდა, მასთან მესამე ჩნდებოდა“, - თქვა დელ ჯენიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.115004