ფეხბურთი

18:59 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას მომდევნო სეზონში ეცდება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მომდევნო სეზონში ეცდება, რადგან კარგად აწყობილი მექანიზმია.

„როცა ამ შეჯიბრში ისე თამაშობ, როგორც „ნაპოლი“ მთელი სეზონი თამაშობდა, მართლაც შესანიშნავად და ასეთი უპირატესობით უსწრებ სერია A-ში „მილანს“, ხალხს სჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ადვილად აჯობებდა.

„მილანთან“ თამაში, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს, ჰგავს „ბაიერნთან“ თამაშს. არც კი ვიცი, მათ რამდენი ტიტული აქვთ მუზეუმში. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ლოზანოზე პენალტის დანიშვნა, რაც გავლენას მოახდენდა მატჩზე, მაგრამ რადგან „ნაპოლიმ“ წააგო, უნდა ვთქვათ, რომ ცუდი გუნდია? არა, ასე არ არის. „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდება და მომდევნო სეზონში ისევ ეცდება ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობას“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114284