ფეხბურთი

18:18 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი სპალეტია

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ლონდონის „ჩელსის“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. „ჩელსის“ სეზონის ბოლომდე ფრენკ ლამპარდი უხელმძღვანელებს, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ის გუნდს ზაფხულში დატოვებს, შესაბამისად, ლონდონელები ახალ მწვრთნელს ეძებენ.

ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ მთავარი ფავორიტი იულიან ნაგელსმანია, მაგრამ ის სიაში ერთადერთი არ არის. ლონდონელები სპალეტის მიწვევაზეც სერიოზულად ფიქრობენ.

იტალიელ სპეციალისტს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რომლის განახლება კლუბს სურს, მაგრამ ფაქტია, ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა.

ლუჩანო სპალეტი სამწვრთნელო კარიერაში „ნაპოლიმდე“ „ემპოლის“, „სამპდორიას“, „ვენეციას“, „უდინეზეს“, „ანკონას“, „რომას“, „ზენიტს“ და „ინტერს“ ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115963