ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები ცნობილია, რომელსაც უეფა ადგენს Fantasy Football-ის მიხედვით.
შესაბამისად, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც კონკრეტულ პოზიციებზე უფრო მეტი ქულები მოიპოვეს, საუკეთესო 11-ეულში ერგებათ ადგილი. კვირის სიმბოლური ასეთია:
მეკარე: ტიბო კურტუა (რეალი)
მცველები: ანტონიო სილვა (ბენფიკა), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი)
ნახევარმცველები: როდრიგო (რეალი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ფრედრიკ ორსნესი (ბენფიკა)
თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი (ინტერი), რაფაელ ლეაუ (მილანი)
აღსანიშნავია, რომ მაგალითად Sofascore-სა და Whoscored-ის ვერსიით, კვირის სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომლებიც სტატისტიკური ვებგვერდებია და თამაშში ფეხბურთელების მოქმედებებს ითვლიან, მაგალითად, დრიბლინგებს, დარტყმებს, პასებს და ა.შ.