ფეხბურთი

17:09 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო კვარაცხელიას: "ბოდიშს ნუ იხდი, შენს გამო არ გავვარდნილვართ"

იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ თანაგუნდელებს „მილანთან“ გაცუდებული პენალტის გამო ბოდიში მოუხადა.

ფეხბურთელებმა კი ქართველი შემტევი დაამშვიდეს. როგორც Il Mattino იტყობინება, ეს ამბავი გუშინ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მოხდა. კვარაცხელიას გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ სიტყვითაც მიმართა:

„იმის გამო არ გავვარდნილვართ, რომ პენალტი ვერ გაიტანე, ბოდიშს ნუ იხდი“, - აქვეყნებს გამოცემა იტალიელი მცველის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 31-ე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 23 აპრილს, ტურინის „იუვენტუსთან“ სტუმრად ჩაატარებს.

0.108168