„არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, „ჩელსიში“ არსებულ ვითარებაზე გამოთქვა აზრი. მან ლონდონელების მთავარ პრობლემად გაუგებარი სატრანსფერო პოლიტიკა დაასახელა.
„ჩელსიზე“ ვნერვიულობ. თუ 500 მილიონ გირვანქას არასწორად ხარჯავთ, მაშინ დიდი პრობლემები შეიძლება შეგექმნათ. მათ იგივე სისუსტეები აქვთ, რაც ადრე. გოლები ვერ გააქვთ. ბურთს საკმარისად ფლობენ, მაგრამ ეს მათ არაფერს აძლევს." - ციტირებს ვენგერის სიტყვებს beIN Sports.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 31 ტურის შემდეგ, „ჩელსი“ 39 ქულით მე-11 ადგილზეა.