ფეხბურთი

14:12 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდელი ადვოკატი რონალდუს წინააღმდეგ

ადვოკატმა ნუფ ბინ აჰმედმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ საუდის არაბეთის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა „ალ-ნასრის“ თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ, რომელიც უხამს საქციელშია ბრალდებული.

„ალ-ჰილალთან“ მატჩის (0:2) შემდეგ, 38 წლის პორტუგალიელმა მეტოქე გულშემატკივრების მიერ „მესი, მესის“ ძახილისას, უხერხულ ადგილზე მიიდო ხელი და ასე გამოხატა პროტესტი მათ მიმართ.

„ეს განიხილება საჯარო შეურაცხყოფის დანაშაულად, ამიტომ ამ ქმედებას შეიძლება დაპატიმრება და დეპორტაცია მოჰყვეს, თუ ეს ჩადენილია უცხოელის მიერ.” - თქვა ადვოკატმა, რომელიც საერთაშორისო სამართალის სპეციალისტია.

ESPN-ის ცნობით, რონალდუს საქციელი საუდის არაბეთის სატელევიზიო შოუ Action ya Dawri - ში განიხილეს. გადაცემის წამყვანი მოჰამედ ალ-ანზი „ალ-ნასრის“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა , რომლებმაც უთხრეს, რომ პორტუგალიელმა ეს ჟესტი იმიტომ გააკეთა, რომ „მატჩის დროს სასქესო ორგანოში დარტყმა მიიღო".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110212