ფეხბურთი

12:16 | 20.04.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ბარელათი პსჟ დაინტერესდა

ფრანგული პსჟ „ინტერის“ იტალიელი ნახევარმცველით, ნიკოლო ბარელათი დაინტერესდა - გვამცნობს - 90 min.

ბარელა მზადაა პარიზელების წინადადება განიხილოს, თუ პსჟ „ინტერს“ კონკრეტულ სატრანსფერო შეთავაზებას გაუგზავნის. ასევე, პარიზელებს შეუძლიათ კომპენსაციის სახით იტალიელებს თავიანთი ფეხბურთელი, ლეანდრო პარედესი შესთავაზონ, რომელიც ამჟამად ტურინის „იუვენტუსში“ თამაშობს იჯარით.

ბარელათი ასევე დაინტერესებული არიან „ლივერპული,“ „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი.“

26 წლის ბარელამ მიმდინარე სეზონში „ინტერში“ 41 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდეა გათვლილი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:28 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

ქალებმაც და კაცებმაც 3.5 - 0.5 ანგარიშით მოიგენ. წარმატებები, იმედია მოგებებით გააგრძელებენ.

19:27 | 06.09.2016
zirzikichi (2952)

ბადურამ დაათავრა უკვე ბრავო ბადურ!! მეორე სუპერგროსი დადო ბეჭებზე...

19:26 | 06.09.2016
zirzikichi (2952)

კარგი ტურია დღესაც ჩვენებისთვის, ქალებში ჯავახიშვილმა და ბაციაშვილმა მოიგო, ძაგნიძე ფრე, ხოტენაშვილი მოიგებს ალბათ. კაცებში ფანცულაიამ მოიგო, სანიკიძესთან ფრე იქნება ალბათ, გელაშვილი მოგებაზე თამაშობს ვნახოთ რა გამოუვა, ბადურა კი უსრულებს სუპერგროსს და ალბათ მიიყვანს ბოლომდე თავის პარტიას. ბადურა და ფანცულაია მაგრად ასრულებენ!

10:01 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები,

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064645