კალათბურთი

11:24 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი ისიანის „ჰოსპიტალეტმა“ ფლეი-აუტის პირველი მატჩი სტუმრად მოიგო

ესპანურ ლებ-პლატას ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა და ფლეი-აუტის დრო დადგა. საქმეში ჩაერთო ვილი ისიანის ახალი გუნდი „ჰოსპიტალეტიც,“ რომელიც ლიგაში დასარჩენად იბრძვის. კატალონიელებმა პირველი მატჩი „ტალავერასთან“ სტუმრად გამართეს და 63:67 გაიმარჯვეს.

შეხვედრის დასრულებას 3 წამი უკლდა, როცა სტუმრებმა საჯარიმოების სროლის უფლება მიიღეს. ვილიმ პირველი ტყორცნა ზუსტად შეასრულა, მეორე კი საგანგებოდ ააცილა ფარს, რათა მასპინძლებს წუთშესვენების აღების და სავარაუდო სამქულიანის ჩაგდების შანსი აღარ ჰქონოდათ.

ქართელის მონაგარი კი ასეთია: 28 წუთი, 9 ქულა (6-დან 2 სამქულიანი, ერთი ორქულიანი, ერთი საჯარიმო) და 7 მოხსნა.

საპასუხო მატჩი 22 აპრილს გაიმართება.

0.129347