კალათბურთი

1:40 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში სერია A-ში, "ვირტუსმა" მძიმედ მოიგო

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „სკაფატის“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, 83:81 გაიმარჯვა.

სერჯო სკარიოლოს გუნდს გაუჭირდა, ოთხიდან სამი პერიოდი წააგო, მაგრამ მეორე მეოთხედი 9 ქულით მოიგო, რაც საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა.

თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 31 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 21 მოგებით და 6 წაგებით სატურნირო ცხრილში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 23 აპრილს, „სასარის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115514