ფეხბურთი

9:32 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "მხრებზე "ნაპოლის" მთელი სიმძიმე ჰქონდა"

იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში „მილანის“ წინააღმდეგ შეაფასა. ქართველმა ფეხბურთელმა დაბალი შეფასებები მიიღო, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ პენალტი ვერ გაიტანა.

იტალიელები წერენ, რომ ამ შეცდომამ თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა და კვარას „ნაპოლის“ ბედის შეცვლა შეეძლო.

Eurosport 4.5 ქულა: „მხრებზე „ნაპოლის“ მთელი სიმძიმე ჰქონდა. ის ცდილობდა, მაგრამ გალიის წინაშე აღმოჩნდა, რომლისგან თავის დახსნა ძნელი იყო. რასაკვირველია, ბოლოს გაცუდებული პენალტი საბოლოოდ კლავს დიდ ევროპულ ოცნებებს“.

Sportmediaset 4.5 ქულა: „კატასტროფის დარქმევა გაზვიადებულია იმის გათვალისწინებით, რომ მთელ თამაშს დრიბლინგებში ატარებს და ცდილობს საგოლე მომენტების შექმნას, მაგრამ საბოლოოდ ჯამში კი ისაა, რომ ბევრჯერ ვერ გადალახა კალაბრიას წინააღმდეგობა, როდესაც ამას ახერხებს, ფუჭად კარისკენ ურტყამს, როცა შეეძლო თანაგუნდელები მოეძებნა. საბოლოოდ კი პენალტი ვერ გაიტანა, რომელიც ვინ იცის, „ნაპოლის“ ბედს როგორ შეცვლიდა. მოკლედ, კატასტროფაა“.

Goal Italia 4.5 ქულა: „მყისიერად კარგად იწყებს, თავიდანვე ცდილობს თამაშის საკუთარ თავზე აღებას, მაგრამ კალაბრია მის წინააღმდეგ ზომებს იღებს. მეორე ტაიმის სტარტზე რამდენჯერმე სახიფათოა, თუმცა, გოლს ვერ იტანს. პენალტიდან მისი შეცდომა „მარადონას“ იმედს ყოველგვარ ნათელს უკარგავს“.

Calciomercato 5 ქულა: „ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ცდილობს, რომელიც ქმნის შანსებს. მეორე ტაიმის დასაწყისში ორი შესანიშნავი მოქმედება, მაგრამ კარის წინ სიზუსტის გარეშე. თუმცა, საბოლოო ჯამში ის არის ის, ვინც პენალტს აცუდებს, რომელსაც შეეძლო სხვა თამაშზე გვესაუბრა“.

Corriere Dello Sport 5 ქულა: „მილანის ორმაგი, სამმაგი და მეტი მეურვეობის მიუხედავად... ის სცდება. არა ყოველთვის, არა მისთვის დამახასიათებელი სიხშირით, მაგრამ სცდება. განსაკუთრებით მეორე ტაიმში ახერხებს გალიისგან თავის დაღწევას, როგორც მხოლოდ ის შეძლებდა, ჰქონდა მუხტი და აფხიზლებდა გუნდსაც. ბოლოს დანებდა, პენალტამდე... ამ შეცდომამ „ნაპოლი“ იმედი წაართვა და ვინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონში 9 მატჩში თავი 2 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. „ნაპოლიმ“ კი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად ითამაშა.

0.116186