ფეხბურთი

3:19 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "ხელები შორს კვარასგან, აქამდე რომ მოვედით, მისი დამსახურებაა!"

იტალიელმა ჟურნალისტმა ანა ტრიესტემ, რომელიც „ნაპოლის“ გულშემატკივარია, ხვიჩა კვარაცხელია კრიტიკისგან დაიცვა. როგორც მან აღნიშნა, „აძური“ თუ აქამდე მივიდა, ეს პირველ რიგში ხვიჩას დამსახურებაა.

„ხელები შორს კვარაცხელიასგან! კარგი, მან პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ თუ ამ საღამომდე მოვედით და რაღაცაზე ვიოცნებეთ, ეს უპირველეს ყოვლისა მისი დამსახურებაა“, - დაწერა ანამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონში 9 მატჩში თავი 2 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

0.132409