სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

3:00 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარა გვჭირდება, რადგან სკუდეტოს მოგვაგებინებს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა, როდესაც პირველ ტაიმში პენალტი არ დანიშნა.

სპალეტიმ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა, რომელზეც თქვა, რომ მგრძნობიარე ბიჭია, მაგრამ თავისი ხარისხით „ნაპოლის“ სკუდეტოს მოაგებინებს.

პრესკონფერენციაზე სპალეტის ჰკითხეს: "კვარაცხელიას ზედმეტი პასუხისმგებლობა ხომ არ დავაკისრეთ, თუნდაც მეტსახელების გამო, კვარავაჯო, კვარადონა... ხომ არ გადავაჭარბეთ?"

„თავიდან ვცდილობდი პოზიცია დამეფიქსირებინა ამ მეტსახელებსა და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მაგრამ შემდეგ დავნებდი (იღიმის - რედ). კვარა ჯანსაღი ბიჭია, მგრძნობიარე, საოცარი ხარისხი აქვს. პირველ ტაიმში ვერ მოახერხა მეტოქის მოტყუება, როცა ამის შანსი ჰქონდა, თუმცა, მეორე ტაიმში ორჯერ გიჟურად ითამაშა და მომენტები შექმნა. ბოლოს ისიც დაიღალა, როგორც სხვები. ჩანს, რომ ბოლო დროს დაღლილობის გამო გაუჭირდა. თუმცა, კარგად ვითამაშეთ, ისე, როგორც გვინდოდა. კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია, ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით და თავისი ხარისხით დაგვეხმარება იმ დიდი მიზნის მიღწევაში, რომელიც წინ გვაქვს (სკუდეტოს მოგება - რედ). ჩვენ ის გვჭირდება", - თქვა სპალეტიმ.

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელზე მცირე კომენტარი სატელეიზიო ეთერშიც გააკეთა: "კალაბრიამ მის წინააღმდეგ კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც ქმნიდა რაღაც მნიშვნელოვანს, როგორც ეს მეორე ტაიმის დასაწყისში გააკეთა.

პირველ მატჩში მსაჯს ცალსახად ნეგატიური შეფასება ჰქონდა, დღესაც 37-ე წუთზე აშკარა პენალტი იყო, შეუძლებელია ეს ვერ დაინახო. ის ნომერ პირველი მსაჯია, მომენტს ვიდეოზეც უყურეს, შესაბამისად, გამოდის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანის“ წარსულს გავლენა აქვს!

ვულოცავ „მილანს“ გამარჯვებას, მაგრამ ჩემს გუნდსაც ვულოცავ იმ გზას, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიარეთ. ორი თამაშის ჯამში უკეთესები ვიყავით, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული და ენერგია გამოცლილი. მომენტების წაკითხვაში გამოუცდელობა დაგვეტყო“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 23 აპრილს, ტურინის "იუვენტუსს" სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114095