ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" მოგზაურობა მეოთხედფინალურ ეტაპზე დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელია და კამპანია "მილანთან" ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გმაოეთიშა.
მატჩის შემდგომ ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს მადლობას და ბოდიშს უხდის.
"რთულია როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ. მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება", - დაწერა კვარაცხელიამ.
გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე 9 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი და ერთხელ პენალტი მოიპოვა. "ნაპოლი" კი ამ ტურნირის საუკეთესო 8 გუნს შორის ისტორიაში პირველად მოხვდა.