ფეხბურთი

0:16 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ "კარაგუმრუკში" სადებიუტო გოლი გაიტანა (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში „კარაგუმრუკმა“ შინ „უმრანიესპორი“ 4:2 დაამარცხა, საბა ლობჟანიძემ კი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ქართველი შემტევი ანდრეა პირლომ ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და მას ნდობა გაუმართლა. საბამ პირველი ტაიმის ბოლოს ძალიან ტექნიკურად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა (1:1). საბოლოოდ, მისმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

მოგეხსენებათ, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საბამ „ჰატაისპორი“ დატოვა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „კარაგუმრუკს“ შეუერთდა, რომლის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

„კარაგუმრუკი“ 40 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 აპრილს. „გალათასარაის“ ესტუმრება.

0.126805