ავტოსპორტი

22:28 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„აუდიმ“ ფორმულა 1-ის პროექტი დაიწყო

„აუდიმ“ 2026 წელს, ფორმულა 1-ში დებიუტისთვის მზადება უკვე დაიწყო. უკვე შექმნილია ძალური დანადგარის პროტოტიპი, რომლის სასტენდო ტესტებიც წლის ბოლოს დაიწყება. როგორც ცნობილია, გერმანული ბრენდი, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შედის, თავის გუნდს შვეიცარიული „ზაუბერის“ ბაზაზე ჩამოაყალიბებს, რომელიც ამჟამად „ალფა რომეოს“ პარტნიორია.

შანჰაიში გამართულ პრეზენტაციაზე, „აუდის“ მმართველი საბჭოს წევრმა ოლივერ ჰოფმანმა განაცხადა, რომ პროექტი უკვე რამდენიმე თვის დაწყებულია. ძალური დანადგარების განყოფილებაში, რომელიც ქალაქ ნოიბურგში (ინგოლშტადტის მახლობლად მდებარეობს) მდებარეობს, უკვე 260-ზე მეტი სპეციალისტი მუშაობს.

თანამშრომელთა დიდი ნაწილი, „აუდის“ საინჟინრო შტაბიდან შეირჩა, რომლებსაც ფორმულა 1-ში მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. ჰოფმანი ამბობს, რომ წლის ბოლოსთვის, ფორმულა 1-ის პროექტში ჩართული სპეციალისტების რიცხვი 300-ს ასცდება.

0.126164