„სამტრედიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. იმერული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, გიორგი შაშიაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, რასაც კლუბი განიხილავს.
კლუბი იტყობინება, რომ ახალ მწვრთნელს ეძებენ და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ უცხოელ სპეციალისტებთან. შაშიაშვილმა „სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დააბრუნა, თუმცა მიმდინარე სეზონი კლუბმა წარუმატებლად დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ „სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში 8 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლო ადგილზეა.