„ბაიერნის“ ნახევარმცველი, თომას მიულერი, მიიჩნევს, რომ კლუბს აქვს გამარჯვების შანსი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა „ქალაქელების“ გამარჯვებით (3:0) დასრულდა.
„გვჯერა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. კარგად უნდა დავიწყოთ. შესაძლოა შესვენებამდე 1:0 დავწინაურდეთ. არ გვჭირდება 10 წუთის შემდეგ 3:0. მაგრამ უნდა გავიტანოთ და გავიტანოთ. მე-80-ზე მეორე რომ შევაგდოთ, დაახლოებით 15 წუთი კიდევ გვრჩება. მჯერა, ეს შესაძლებელია.“- ციტირებს მიულერის სიტყვებს Bayern & Germany.
საპასუხო მატჩი ხვალ, 19 აპრილს, მიუნხენში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.