„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ინგლისის პრემიერლიგაში ლონდონის „არსენალთან" საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მეთოფეებთან" პირისპირ შეხვედრა „ქალაქელებისთვის“ გადამწყვეტი იქნება ტიტულისთვის ბრძოლაში.
„ეს იქნება ფინალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი ფინალები ვითამაშოთ. თუ ამ თამაშს წავაგებთ, საჩემპიონო რბოლა დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ პოზიციის დაკავება, სადაც ახლა ვართ, რათა გვქონდეს შანსები მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. გვესმის, რომ რთული იქნება, მაგრამ ჯერ ჩემპიონთა ლიგასა და ასოციაციის თასის ნახევარფინალში უნდა ვითამაშოთ.“ ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Daily Mail.
„არსენალი“ პრემიერლიგას 31 მატჩის შემდეგ 74 ქულით ლიდერობს. „მანჩესტერ სიტის“ 70 ქულა და ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. 26 აპრილს ისინი ერთმანეთს პრემიერ ლიგაში დაუპირისპირდებიან.