ფეხბურთი

12:23 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის კიდევ ერთი რეკორდი - 107 გოლი პრემიერლიგაში მარცხენა ფეხით

პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩში, „ლივერპულმა“ „ლიდსს“ სტუმრად 1:6 მოუგო. გამარჯვებულთაგან დუბლი თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა შეასრულა. ფეხბურთელმა ორივე გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა.

ამრიგად, ეგვიპტელის ანგარიშზე ინგლისის პრემიერლიგაში ცაციათი გატანილი 107 გოლია. ამ მაჩვენებლით ის ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ამდენი ლიგის ისტორიაში არავის გაუტანია - გვამცნობს, Anything Liverpool.

მანამდე, 105 გოლით, სიას ასევე ლივერპულელი, რობი ფაულერი ლიდერობდა.

0.125465