ფეხბურთი

11:50 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი პოლიტიკაში მიდის

„არსენალისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მესუთ იოზილმა, პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

Turkiyenews-ის ცნობით, ოზილმა თურქეთის პარლამენტის დეპუტატობა მოინდომა. მესუთი მმართველი პარტიის კანდიდატი გახდება, რომლის ლიდერი მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანია.

ყოფილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში უთამაშია „შალკეში,“ „ვერდერში,“ მადრიდის „რეალში,“ „არსენალსა“ და „ფენერბაჰჩეში.“ მისი ბოლო კლუბი იყო თურქული „ისტამბულ ბაშაქშეჰირი“

იოზილმა გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა. მადრიდის „რეალთან“ ერთად გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი, ხოლო „არსენალთან“ ერთად სამი თასი და ინგლისის სუპერთასი. მესუთმა კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა.

0.116776