ფეხბურთი

23:13 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "ნეაპოლში მხოლოდ დაცვაში არ ვითამაშებთ"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, უპირატესობა ძალიან მცირეა, ამიტომ ნეაპოლში მხოლოდ დაცვაში თამაშს არ აპირებენ.

„მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. ყურადღებით ვიყოთ და ბურთის ფლობაში ხარისხიანად ვითამაშოთ. საინტერესო მატჩი იქნება შესანიშნავ ატმოსფეროში. პუბლიკა „ნაპოლის“ დამუხტავს, მაგრამ ასევე ჩვენც, თავდაჯერებულები ვართ.

ჩემპიონატში 4:0 მოგება „მარადონაზე?“ ეს მესამე თამაში იქნება „ნაპოლის“ წინააღმდეგ. ყველა მატჩი განსხვავებულია, რაც სერია A-ში მოხდა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ის იყო მნიშვნელოვანი მატჩი სატურნირო ცხრილისთვის, რომელიც ჩვენთვის არ არის ისეთი კარგი, როგორიც „ნაპოლისთვისაა. ახლა კი კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ.

მეტოქის თვისებებს ვითვალისწინებთ. ოსიმენი საჯარიმო მოედანს კარგად ითვისებს, იცის, როგორ შევიდეს სწრაფად სიღრმეებში, რამდენიმე დაცვითი სიტუაცია მოვამზადეთ, მაგრამ გუნდმა ორივე ფაზაში კარგად უნდა იმუშაოს. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი შედეგი უკვე ძალიან დადებითია შარშანდელთან შედარებით.

ჩვენი სტრატეგია გვექნება, „ნაპოლის“ - თავისი. კარგად უნდა წავიკითხოთ კონკრეტული სიტუაციები, ყველა სიტუაციაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ყოველი ეპიზოდი განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. ვერ ვიფიქრებთ აქ მხოლოდ დაცვაში თამაშზე, „ტოტენჰემი“ და „ნაპოლი“ სრულიად განსხვავებული გუნდები არიან, ეს არის გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 12 თამაშია არ წაუგია და საშუალოდ 3-4 გოლს იტანს. ჩვენი შანსების გამოსაყენებლად მზად უნდა ვიყოთ.

პენალტის სერიაში ვინ შეასრულებს პენალტებს, ჯერ არჩევანი არ გამიკეთებია, იქამდე ძალიან შორია, რომ მასზე სტრატეგიულად ვიმუშაოთ. ჯერ 90 წუთზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი ამაზე ფიქრისთვის დრო საკმარისი იქნება“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.112663