ფეხბურთი

20:33 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟუან ჟეზუში: "კიმი ძლიერია, მაგრამ მეც ნაკლები არ ვარ"

„ნაპოლის“ მცველმა ჟუან ჟეზუშმა „მილანთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მზადაა დისკვალიფიცირებული კიმ მინ-ჯეს შესაცვლელად. ბრაზილიელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლიათ.

„კიმი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არ მგონია, მასზე ნაკლები ვიყო. თუნდაც იმიტომ, რომ 12 წელია სერია A-ში ვთამაშობ. ვიცი ჩემი თვისებები და ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის. ნეაპოლში თავს ისე ვგრძნობ, როგორც ნეაპოლში, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბრაზილიაში ვარ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ორი წელიც კარგად ვითამაშებ.

ოსიმენი „მილანის“ დაცვისთვის პრობლემაა, რადგან ძლიერია, საუკეთესო ბომბარდირია და ყოველთვის მეტის გაკეთება სურს. იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს. „მილანიდან“ ყველაზე სახიფათო? ვფიქრობ, ლეაუ, სრულყოფილი ფეხბურთელია, სწრაფი და ძლიერი, რომელსაც დრიბლინგის თვისებებიც აქვს. მას შეუძლია ჩვენთვის ყველაზე მეტად ზიანის მოყენება. მის გარდა, ჟირუ და ბრაჰიმ დიასიც შესანიშნავ ფორმაში არიან.

ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ეს უკვე იგრძნობა ქალაქში, მაგრამ წიგნის დასასრულებლად რამდენიმე სტრიქონი დასაწერი კიდევ გვრჩება. გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვება უფრო ადვილია, რაც „იუვენტუსთან“ ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, მესის და ინიესტას „ბარსელონასთან“ ქამბექი უფრო ძნელი იყო, ვიდრე ახლა იქნება“, - თქვა ჟუან ჟეზუშმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131327