ფეხბურთი

15:33 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: "მამარდაშვილი ზაფხულში "ვალენსიას" აუცილებლად დატოვებს"

ცნობილმა იტალიელმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში გიორგი მამარდაშვილის შესახებ დაწერა. როგორც ის იტყობინება, ქართველი მეკარე ზაფხულში „ვალენსიას“ აუცილებლად დატოვებს.

„ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ სეზონის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა. „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ სიტუაციას აკვირდებიან, „ლესტერი“ კი 10 დღის წინ მის აგენტს შეხვდა“, - წერს რომანო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში გიორგიმ ლა ლიგის 29 მატჩში 36 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი 5-ჯერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101627