ბერლინის „ჰერტადან“ მთავარი მწვრთნელი სანდრო შვარცი დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
შვარცი უშუალო კონკურენტ „შალკესთან“ მარცხის (2:5) შემდეგ გაათავისუფლეს. დედაქალაქურ კლუბს სეზონის ბოლომდე პალ დარდაი გაწვრთნის, რომელიც კლუბში მესამედ დაბრუნდა.
უნგრელი „ჰერტაში“ მანამდე 201-2019 და 2021 წელს მუშაობდა. ბერლინის „ჰერტა“ ბუნდესლიგაში 28 ტურის შემდეგ 22 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატია.