„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა, ყველაფერი ამინდს დააბრალა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს მზეში რომ არ ეთამაშა, გამარჯვებას მოიპოვებდა.
„მზის გარეშე თამაშს ვართ შეჩვეული, არ მინდა ეს ალიბად გამოვიყენო, მაგრამ ალბათ, აღარ ვართ შეჩვეული ასეთ დროს თამაშს, რადგან ყოველთვის საღამოს ვთამაშობთ, ეს არის ფაქტი. გარდა ამისა, ბალახიც ძალიან გამომშრალი იყო“, - თქვა ჩავიმ.
„ბარსელონამ“ ბოლო 15 წელიწადში პირველად ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ მოახერხა გოლის გატანა. მიუხედავად იმისა, რომ „ბლაუგრანამ“ „ჟირონასა“ და „ხეტაფეს“ წინააღმდეგ მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, ლა ლიგას მაინც დამაჯერებლად ლიდერობს, რადგან „რეალს“ 11 ქულით უსწრებს.