ფეხბურთი

13:42 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

იმობილე: "სასწაულებრივ გადავრჩით, პატარა მანქანაში რომ ვყოფილიყავით, არ ვიცი რა მოხდებოდა"

რომის „ლაციოს“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჩირო იმობილე რომში ავტოავარიაში მოჰყვა. მისი მანქანა, რომელშიც მასთან ერთად შვილები იყვნენ, ტრამვაის დაეჯახა.

საბოლოოდ, ყველანი უვნებლად გადარჩნენ, თუმცა იმობილემ თქვა, რომ ცოცხლები სასწაულებრივ გადარჩნენ.

„არასოდეს ვნებდები, თუნდაც იმის შემდეგ, რაც მოხდა, მაგრამ ჩემი შვილების გამო შემეშინდა. ცოცხლები სასწაულებრივ გადავრჩით. წარმოუდგენელი დარტყმა იყო, იმ წამებში მხოლოდ ჩემი ბავშვების დაცვაზე ვფიქრობდი. ეს კოშმარი იყო, უფრო პატარა მანქანაში რომ ვყოფილიყავით, არ ვიცი რა მოხდებოდა“, - თქვა იმობილემ.

0.11866