ავტოსპორტი

11:40 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმ რეისინგში საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ცნობილია

საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატი სიმ რეისინგში დასრულდა. საერთო ჩათვლაში გამარჯვება სანდრო შამანიდმა მოიპოვა. იმოლას ვირტუალურ ავტოდრომზე გამართულ დასკვნით ეტაპში სანდრომ მეექვსე პოზიცია დაიკავა, თუმცა ეს ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

დასკვნითი რბოლა ივა მამაცაშვილმა მოიგო და ერთადერთი მრბოლელი გახდა, რომელმაც სეზონის განმავლობაში ორი გამარჯვება მოიპოვა. მეორეზე დიდი ხანი ლუკა მახარაშვილი იყო, თუმცა ივაზე დაწევის მცდელობაში რბოლის ბოლოს შეცდომა დაუშვა და მესამე ადგილზე დააფინიშა.

მის მაგივრად მეორეზე ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი, არჩილ ციმაკურიძე გავიდა. არჩილი ჩემპიონატის ფავორიტი იყო, თუმცა მეხუთე ეტაპი გამოტოვა და დასკვნითი ეტაპის წინ გამარჯვების მხოლოდ მინიმალურ შანსს ინარჩუნებდა.

საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი 15 წლის საბა ჯავახიშვილმა დაიკავა, რომელმაც წარმატებით ჩაატარა ტურნირის მეორე ნახევარი და დამსახურებულად მოიპოვა საპრიზო ადგილი.

საქართველოს ჩემპიონატი სიმ რეისინგში კომპანია სიმულექს რეისინგის ორგანიზებით მეოთხე წელია ტარდება.

0.138484