ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის. როგორც „ინტერის“ ყოფილმა კაპიტანმა აღნიშნა, ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის ფრანკ ზამბო ანგისასა და კიმ მინ-ჯეს დანაკლისი ძალიან სერიოზულია.
„ნაპოლი“ ისეა დამოკიდებული ოსიმენზე, როგორც ჩემს დროს „ინტერი“ რონალდოზე? ჩვენი ფეხბურთელი სხვანაირი იყო, „ნაპოლის“ ცენტრფორვარდზე დამოუკიდებლად კარგად განსაზღვრული სტრუქტურა აქვს. რასპადორიმ ძალიან კარგად ითამაშა „აიაქსთან“ მატჩებში, მაგრამ ახლა გუნდი ოსიმენთან ძალიანაა გაიგივებული. რა თქმა უნდა, მისი მოედანზე ყოლა უსაფრთხოების განცდას გაძლევს, მაგრამ ვერ იფიქრებ, რომ ის ყველა პრობლემას გადაჭრის.
„ნაპოლის“ „მილანთან“ ორი ძალიან მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს, რადგან ორი ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი აკლია (ანგისა და კიმი - რედ). „მილანი“ კი არის გუნდი, რომელსაც ამით სარგებლობა და ფიზიკური უპირატესობის გამოყენება ინდივიდუალურ დუელებსა და მეურვეობაში შეუძლია“, - თქვა ბერგომიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი 18 აპრილს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სულ დადგმა ნუ გაგხსენდებათ
კარგად დაუდგამთ, როგორც ჩვევით ხოლმე...
სამარცხვინოები, ისედაც მთხლებურთი გვქონდა და საერთოდ ესეც აღარ დარჩა. ქართული ფეხბურთი არ არსებობს, ეს არის უთავმოყვარეოების დოღი ფედერაციან ფეხბურთელებიანად (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, საბედნიეროდ გამონაკლისებიც არიან).
Kidev kai Targamadze gaadzeves torem Sioni ar iyo golis gamtani
მოუხდა მგონი ფეხბურთს რამდენიმე ვაი ფეხბურთელის გამოკლება, შეასკდნენ სამკვდრო სასიცოცხლოდ?????????
ქვემოქართლური თრილერი.