ფეხბურთი

1:21 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "სევილიასთან" წააგო და ისევ გასავარდნ ზონაშია (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსიამ“ „სევილიას“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.

„ღამურებს“ კატასტროფული სეზონი აქვთ, ლა ლიგა 2-სკენ მიექანებიან და გამოსავალიც არ ჩანს. რუბენ ბარახას გუნდი ძალიან სუსტია დაცვაშიც და კიდევ უფრო სუსტია შეტევაშიც - არანაირი მექანიზმი გუნდის თამაშში არ ფუნქციონირებს.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე „სევილიამ“ სტუმრად მეტოქეს ძალების დაზოგვით აჯობა, ლიოკ ბადესა და სუსოს გოლებით. გიორგი მამარდაშვილის კარს მეტი საფრთხე არ დამუქრებიან, მაგრამ მან გუნდი ვერ გადაარჩინა. უნდა ითქვას, რომ გიორგის გაშვებულ გოლებში არაფერი შეეძლო, მის კისერზე არცერთი გოლია.

პირველი გოლი მსაჯს უნდა გაეუქმებინა, მაგრამ ბადე აშკარად ჯარიმდებოდა იუნუს მუსაზე, მაგრამ არბიტრი უხეშად შეცდა, წესის დარღვევა ვერ დაინახა.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 29 მატჩიდან 5-ჯერ შეინახა კარი მშრალად და 36 გოლი გაუშვა. „ვალენსია“ 27 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 23 აპრილს, ბოლოადგილოსან „ელჩეს“ ესტუმრება.

0.129044